სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება:  მათემატიკური მოძრაობა ჰარმონიის სამყაროში.

2. პროექტის მთავარი თემა:  ოქროს კვეთა და მისი კავშირი არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან, ფიბონაჩის რიცხვებთან.

3. პროექტის აქტუალობა:  პროექტზე მუშაობისას ხდება მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების ხელშეწყობა; ეცნობიან ოქროს კვეთის ნიმუშებს (ფიგურებს, ძეგლებს, ნახატებს, რიცხვებს, ნახაზებს, მცენარეებს) და უვითარდებათ სამყაროს მშვენიერების აღქმა. გაიღრმავებენ ჯგუფში მუშაობის პრაქტიკას. შეძლებენ გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას.

4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეები შეძლებენ სამყაროს მშვენიერების უკეთ აღქმას, განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის კულტურა, პროექტზე მუშაობისას შექმნიან საიტს/ბლოგს, სადაც განთავსდება ყველა მოძიებული საინტერესო მასალა, საიდანაც დაეკონტაქტებიან სხვა მოსწავლეებს.

5.     მონაწილეთა ასაკი:  15–17 წელი

6.     ვადები/ხანგრძლივობა: 15-20 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  გამოუმუშავდებათ მონაცემთა შეგროვების, კვლევა–ძიების, კომპიუტერთან მონაცემთა დამუშავების, თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი (მშენებლობაში, კულტურაში, ხატვაში, ძერწვაში).

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  რვეული, კალამი, წიგნები, კომპიუტერი, ბუნებაში არსებული ნიმუშები, ნახატები.

9.      პროექტის მსვლელობა:
აქტივობა_1.  მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად მიზნობრივი გადანაწილებით.
აქტივობა_2. ინტერნეტში ოქროს კვეთის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
აქტივობა_3 .ბუნებაში არსებული ნიმუშების გაცნობა (მცენარის ფოთლების განლაგება,   ხელის მტევანი).
აქტივობა_4. ნახაზების აგება, მაკეტების დამზადება–გამოძერწვა, ნახატების შექმნა.
აქტივობა_5 . პრეზენტაციის მოწყობა
აქტივობა_6 მიღებული შედეგების საფუძველზე დასკვნების გამოტანა–შეფასება.

10საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ–თან კავშირი:
ხელოვნება _ დახატავენ, გააკეთებენ ალბომებს და პლაკატებს, გამოძერწავენ ფიგურებს.
ბუნება _ გაუჩნდებათ ინტერესი სამყაროს მშვენიერების უკეთ შეცნობისა და კვლევის მიმართ.
ისტ _ დაეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობას და საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას.
ისტორია _ გაეცნობიან მრავალი საუკუნეების წინ შექმნილ ჰარმონიულ ძეგლთა ნიმუშებს.
მათ. X5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა
მათ.X13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებ მოპოვება.

11.პროექტის ხელმღვანელი(მასწავლებელი):  ზაურ გოგიტიძე

12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  zaur.gogitize@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: zaurigogitidze.blogspot.com