1.პროექტის სახელწოდება: მათემატიკური მოძრაობა ჰარმონიის სამყაროში.
2. პროექტის მთავარი თემა: ოქროს კვეთა და მისი კავშირი არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან, ფიბონაჩის რიცხვებთან.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას ხდება მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების ხელშეწყობა; ეცნობიან ოქროს კვეთის ნიმუშებს (ფიგურებს, ძეგლებს, ნახატებს, რიცხვებს, ნახაზებს, მცენარეებს) და უვითარდებათ სამყაროს მშვენიერების აღქმა. გაიღრმავებენ ჯგუფში მუშაობის პრაქტიკას. შეძლებენ გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ სამყაროს მშვენიერების უკეთ აღქმას, განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის კულტურა, პროექტზე მუშაობისას შექმნიან საიტს/ბლოგს, სადაც განთავსდება ყველა მოძიებული საინტერესო მასალა, საიდანაც დაეკონტაქტებიან სხვა მოსწავლეებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 15–17 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 15-20 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოუმუშავდებათ მონაცემთა შეგროვების, კვლევა–ძიების, კომპიუტერთან მონაცემთა დამუშავების, თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი (მშენებლობაში, კულტურაში, ხატვაში, ძერწვაში).
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული, კალამი, წიგნები, კომპიუტერი, ბუნებაში არსებული ნიმუშები, ნახატები.
9. პროექტის მსვლელობა:
აქტივობა_1. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად მიზნობრივი გადანაწილებით.
აქტივობა_2. ინტერნეტში ოქროს კვეთის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
აქტივობა_3 .ბუნებაში არსებული ნიმუშების გაცნობა (მცენარის ფოთლების განლაგება, ხელის მტევანი).
აქტივობა_4. ნახაზების აგება, მაკეტების დამზადება–გამოძერწვა, ნახატების შექმნა.
აქტივობა_5 . პრეზენტაციის მოწყობა
აქტივობა_6 მიღებული შედეგების საფუძველზე დასკვნების გამოტანა–შეფასება.
10საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ–თან კავშირი:
ხელოვნება _ დახატავენ, გააკეთებენ ალბომებს და პლაკატებს, გამოძერწავენ ფიგურებს.
ბუნება _ გაუჩნდებათ ინტერესი სამყაროს მშვენიერების უკეთ შეცნობისა და კვლევის მიმართ.
ისტ _ დაეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობას და საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას.
ისტორია _ გაეცნობიან მრავალი საუკუნეების წინ შექმნილ ჰარმონიულ ძეგლთა ნიმუშებს.
მათ.X13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
11.პროექტის ხელმღვანელი(მასწავლებელი): ზაურ გოგიტიძე
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: zaur.gogitize@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: zaurigogitidze.blogspot.com